მერიჩელ ბატეტი -  ჩვენი ქვეყნები მრავალი ასპექტით არიან დაკავშირებული, მათ შორის არის ევროპული ღირებულებები, საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და ასევე ღვინისადმი დიდი სიყვარული

ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარე მერიჩელ ბატეტ ლამანია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც ბატეტი აცხადებს, საქართველოსა და ესპანეთს შორის წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები არსებობს.

„გვსურს ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს, საქართველოს, ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის სახელით მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე. საქართველოსა და ესპანეთს შორის წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები არსებობს. ჩვენი ქვეყნები მრავალი ასპექტით არიან ასევე დაკავშირებული ერთმანეთთან, მათ შორის არის ევროპული ღირებულებები, საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და ასევე ღვინისადმი დიდი სიყვარული. გვსურს, უდიდესი მადლიერება გამოვხატოთ საქართველოსადმი მისი სოლიდარობისათვის და ასევე გამოვთქვათ იმედი, რომ რთული პერიოდის შემდეგ, ჩვენ ამ წარმატებულ ურთიერთობებს სათანადოდ აღვნიშნავთ ისეთი ქართული ტრადიციული ნატიფი ღვინით, როგორიც არის „ქვევრის ღვინო“, რომელიც UNESCO-ს მიერ აღიარებულია არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“ , - აცხადებს ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარე.

აღნიშნულ კომენტარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა