ჯანმო - თუკი ქვეყნები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებს დროზე ადრე შეწყვეტენ, მეორე ტალღა ძალიან მალე გვემუქრება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ თუკი ქვეყნები, სადაც კორონავირუსის გავრცელებამ უკან დაიხია, ეპიდემიის შესაჩერებლად საჭირო ზომებს დროზე ადრე შეწყვეტენ, ისინი მეორე ტალღის საფრთხის წინაშე მალე დადგებიან.

„უნდა გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ დაავადებამ, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს აღმასვლა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ რადგან დაავადებამ უკან დაიხია, ეს ასე შენარჩუნდება და მეორე ტალღისთვის მოსამზადებლად წინ თვეები გვაქვს. შესაძლოა, მეორე ტალღა ამ ტალღაშივე მივიღოთ,“- განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა მაიკ რაიანმა.

მისივე თქმით, „დაღმავალი ტრაექტორიის შესანარჩუნებლად და მეორე ტალღის თავიდან ასაცილებლად“ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებმა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების შენარჩუნება, ტესტირება და კომპლექსური სტრატეგია უნდა განაგრძონ.

იხილეთ ვიდეო: ჯანმო - თუკი ქვეყნები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებს დროზე ადრე შეწყვეტენ, მეორე ტალღა ძალიან მალე გვემუქრება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო