კარლ ჰარცელი - ევროკავშირი ამაყობს საქართველოს გვერდით დგომით - ქვეყანა ევროპაში კუთვნილ ადგილს იბრუნებს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი თქმით, ევროკავშირი ამაყობს საქართველოს გვერდით დგომით და იმით, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერია.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დაბადებას პირველი რესპუბლიკის, რომელიც 100-ზე მეტი წლის წინ ევროპის ერებმა აღიარეს. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობა მოკლეხნიანი აღმოჩნდა, ქართველმა ხალხმა იმ სამი წლის განმავლობაში საოცარი ნაბიჯები გადადგა. მიზანდასახულმა და აქტიურმა პოლიტიკურმა კლასმა პროგრესული კონსტიტუცია მიიღო, რომელმაც, მრავალი თვალსაზრისით გაუსწრო დროს და დემოკრატიულ იდეალებსა და თანასწორობას ემყარებოდა. უზარმაზარმა საბჭოთა ძალამ ბოლო მოუღო მის არსებობას, თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა შემდგომი 70 წლის განმავლობაშიც ცოცხლობდა“,-აცხადებს ჰარცელი.

მისივე თქმით, „წარსული მიღწევები დიდ ძალას აძლევს საქართველოს სახელმწიფოს კონსოლიდაციის და მოდერნიზების გზაზე, რომელსაც იგი ადგას და ევროპაში კუთვნილ ადგილს იბრუნებს“.

„დღევანდელ რთულ დროს ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკვე გამოხატეს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და აჩვენეს, თუ რას გულისხმობს ეს მეგობრობა. კიდევ ერთხელ, გილოცავთ საქარველოს დამოუკიდებლობის დღეს!“-წერს კარლ ჰარცელი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს