დავით ბაქრაძე - საგარეო ვალი აიღო და არაფერი გააკეთო, ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ან ისეთი ხარისხის კორუფცია, რომელიც გამოძიების საგანია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის ანგარიში, რომლის თანახმადაც, 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა, სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების საფუძველი უნდა გახდეს.

„ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება საგარეო ვალი და დღეს უკვე მართლაც სარეკორდო რიცხვზეა. როდესაც ქვეყანაში გაიხედავ-გამოიხედავ, არ ჩანს რაში იხარჯება ამდენი ფული. აუდიტის დასკვნა არის ერთი მაგალითი იმის, რომ ვიღებთ ვალს, მომავალ თაობას ვუტოვებთ გადასახდელს ვალს, ოღონდ ამ ვალით არაფერს არ ვაკეთებთ. ეს არა მხოლოდ თავმოუბმელობის და უნიათობის მაგალითია, ესაა პირდაპირ დანაშაული. აბსოლუტურად აუცილებლად მიგვაჩნია აუდიტის ამ დასკვნის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება და გაირკვეს რატომ აქვს ნულოვანი ათვისება ამ პროექტებს. ვალი აიღო და საერთოდ არაფერია არ გააკეთო, 0% გქონდეს შესრულება, ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ან უბრალოდ ისეთი ხარისხის კორუფცია, რომელიც წარმოადგენს გამოძიების საგანს,“-აღნიშნა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში, რომელიც საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მომზადდა აღნიშნულია, რომ 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა.

აუდიტის მოხსენების თანახმად, საყურადღებოა, რომ უცხოეთიდან მოზიდული სესხებით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების ნაწილი, გასული წლების მსგავსად, ხასიათდება დაბალი ათვისებით, რაც საინვესტიციო პროექტების შეფერხებებით განხორციელებაზე მიუთითებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო