ოთარ კახიძე - „ფეისბუქით“ აორთქლდნენ ბახტაძე და კვირიკაშვილი, ღარიბაშვილმა საახალწლო მილოცვები დააგზავნა და არ იცოდა, რომ ხსნიდნენ, გახარიას ბოლო გამოსვლაა თუ ბოლოს წინა, მნიშვნელობა არა აქვს

„ევროპული საქართველოს“ კითხვები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან უკავშირდება ეკონომიკურ კრიზისს და „ქართული ოცნების“ სრულიად უპასუხისმგელბლო პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს ცინიკურ დახმარებას აძლევენ, თვითდასაქმებულთა უმეტესობას კი ყოველგვარი დახმარების გარეშე ტოვებენ და გაუგებარ რეგისტრაციას სთხოვენ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე 27 მაისს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გამოსვლას.

მისივე თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იქნება თუ არა ეს პრემიერის ბოლო გამოსვლა პარლამენტში, ვინაიდან „რეალური უფროსი და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილია და გახარიას როცა მოუნდება მაშინ შეცვლის“.

„მოქალაქეებს არ უბრუნებენ თავიანთ დაზოგილ თანხას საპენსიო ფონდიდან. ეს არის ნაბიჯები, რაც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას კიდევ უფრო გააღარიბებს და ამ ყველაფერზე პასუხს მოვთხოვთ პრემიერ-მინისტრს პარლამენტში. მაგრამ, მთავარი ვერდიქტი იქნება ოქტომბერში, როდესაც ამომრჩეველი გამოუტანს პოლიტიკურ განაჩენს ხელისუფლებას. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ფიგურებს, რეალური უფროსი და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელი არის ივანიშვილი. ამიტომ, გახარიას როცა მოუნდება მაშინ შეცვლის, ისევე როგორც ფეისბუქით აორთქლდნენ ბახტაძე და კვირიკაშვილი. ხოლო ღარიბაშვილმა საახალწლო მილოცვები დააგზავნა და არ იცოდა, რომ ხსნიდნენ. ამიტომ, ამ პირობებში გახარიას ბოლო გამოსვლა იქნება, თუ ბოლოს წინა ამას არსებით მნიშვნელობა არ აქვს,“ - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კოვიდ-19-ის ინფექციასთან და მის მართვასთან დაკავშირებული ანგარიშით, პარლამენტის წინაშე 27 მაისს წარდგება. სხდომაზე პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში შესრულებულ სამუშაოსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა