ოთარ კახიძე 2011 წლის 26 მაისზე - ეს იყო სამარცხვინო ფურცელი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ცდილობდნენ დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი აღლუმი ჩაეშალათ და მტრის სპეცსამსახურებთან იყვნენ კავშირზე

ეს იყო ძალიან სამარცხვინო ფურცელი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ცდილობდნენ თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი აღლუმი ჩაეშალათ და ამისათვის ჩვენი მტრის, რუსეთის სპეცსამსახურებთან იყვნენ კავშირზე, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, აქციის დაშლას თან ახლდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაც და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ასეთი დღეები საქართველოში აღარ განმეორდეს.

„ეს იყო ძალიან სამარცხვინო ფურცელი, როდესაც საქართვლეოს მოქალაქეები ცდილობდნენ თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი აღლუმი ჩაეშალათ და ამისათვის ჩვენი მტრის, რუსეთის სპეცსამსახურებთან იყვნენ კავშირზე. ამავე დროს, აქციის დაშლას თან ახლდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს მოჰყვა მსხვერპლი, დაიღუპნენ პოლიციელები და მოქალაქეები. ეს ჩვენთვის ტრაგედიის დღეა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი დღეები საქართველოში აღარ განმეორდეს.

კითხვაზე, ხომ არ ქმნის უხერხულობას ის, რომ მაშინ ნინო ბურჯანაძე რუსეთის აგენტად მოიხსენიებოდა და ახლა ერთ გუნდში არიან, კახიძის განცხადებით, ეს არასწორი პერიფრაზია, რადგან ნინო ბურჯანაძესთან ერთ გუნდში არ არიან, თუმცა არსებობს საკითხები, რომლის ირგვლივაც ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებულია.

„ეს არანაირ უხერხულობას არ მიქმნის, არასწორ პერიფრაზს აკეთებთ. ჩვენ ერთ გუნდში ნინო ბურჯანაძესთან არ ვართ, არსებობს საკითხი, რომლის ირგვლივაც გაერთიანებულია ოპოზიციური სპექტრი და ეს არის საარჩევნო სისტემა. „ევროპული საქართველო“ ბლოკში არის „თავისუფალ დემოკრატებთან“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა