“მთავარ არხს” ახალი მეწილეები ჰყავს, ზაზა ოქუაშვილის დაფუძნებულმა კომპანიებმა ტელევიზიის 40%-იანი წილი შეიძინეს

“მთავარ არხს” ახალი მეწილეები ჰყავს. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ცვლილებებით არხის მოქმედმა მფლობელებმა: ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ ტელევიზიის წილები გაასხვისეს. კერძოდ, „მთავარი არხის“ 40%-იანი წილის მესაკუთრეები ზაზა ოქუაშვილის მიერ დაფუძნებული კომპანიები ხდებიან.

„39% წილის მფლობელი BGIM ltd, რომელიც ლონდონშია რეგისტრირებული და დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილია, საქართველოში მის მფლობელობაში მყოფ კომპანიებისგან: ბენმონტი, ომეგა მოტორს ჯგუფი, მონტე , მატრიქსი და მაგული ხარებავასგან 15 წლით გადაიბარებს წილებს მართვის უფლებით. ანუ მას 40 % პროცენტის მართვა შეეძლება. „მთავარი არხის“ 37%-იანი წილის მესაკუთრე კი ბაკურ ჯახაია გახდა. ხელშეკრულების თანახმად, უკრაინის მოქალაქე ჯახაიამ ტელევიზიის წილში 37 ათასი ლარი გადაიხადა.

ამას გარდა, დოკუმენტებში მითითებულია, რომ ჯახაია ვალდებულებას იღებს ტელევიზიის საწესდებო კაპიტალში გარკვეული თანხა შეიტანოს. ცვლილებების შედეგ “მთავარი არხის” წილები ასე ნაწილდება: BGIM ltd – 39% , ნიკა გვარამია – 12%, მარი ანა რურუა – 2.5%, თეიმურაზ ვასილიძე – 1%, ბაკურ ჯახაია – 37%, ნიკოლოზ სისაური – 3%, გიორგი რურუა – 2.5%, შპს საქართველოს უნივერსიტეტი – 2%, ბენმონტი – 0.2%, მონტე – 0.2 პროცენტი, ომეგა მოტორ ჯგუფი – 0.2 პროცენტი, მატრიქსი – 0.2, მაგული ხარებავა – 0.2 პროცენტი. თავდაპირველად „მთავარი არხის“ 100%-იანი წილი მხოლოდ ნიკა გვარამიასა და კახაბერ ანჯაფარიძეს ეკუთვნოდათ. საკონტროლო პაკეტს ნიკა გვარამია ფლობდა, ხოლო ანჯაფარიძის საწყისი წილი 49%-ს შეადგენდა,”-აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ზაზა ოქუაშვილი ავრცელებს.

თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2021
იოსებ ბარათაშვილი - თუ უმოკლეს ვადებში არ გამოქვეყნდა რა აუცილებლობით კეთდებოდა ფარული ჩანაწერები, ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ძალზე მძიმე ბრალდებაზე
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი საზოგადოებას კინემატოგრაფიაში ამერიკულ სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს
კრიპტალი მომხმარებლებს 1 მილიონ შიბა ინუს (ელექტრონული ფული) ჩუქნის
BDO Digital-ი SWIFT-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა
BDO Digital-ი კომპანიებს აქტივების მართვის თანამედროვე გადაწყვეტას სთავაზობს