გიგა ბოკერია 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე - ასეთი რაღაც არასდროს არ უნდა მოხდეს, როგორი უპასუხისმგებლოც არ უნდა იყოს ხელისუფლების ოპონენტი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს,რომ რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა, აღარასდროს უნდა განმეორდეს.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „როგორი უპასუხისმგებლოც არ უნდა იყოს ხელისუფლების ოპონენტი, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ეს გაითვალისწინოს და არ დაუშვას იმ ტიპის მოვლენები, რომელსაც მაშინ ჰქონდა ადგილი“.

„მაშინ რომ ის ძალები, ვინც ეს აქცია მოაწყო, იქცეოდნენ ძალიან უპასუხისმგებლოდ და სპეციალურად მოაწყეს ის ამბავი, რომ ჩაეშალათ ზეიმი და ყველა საჯარო წინადადებაზე, ერთი დღე ეცლიათ ზეიმისთვის და მერე გაეგრძელებინათ, უარი თქვეს. იმ ძალების მიმართ მე ჩემი დამოკიდებულება არ შემიცვლია, მიუხედავად ამისა, ძალიან ცუდი იყო ის, რა ფორმითაც მაშინ გუნდმა გადადგა ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც გადადგა. ვგულისხმობ ძალის გადამეტებას და აქციის დაშლის შემდეგ იმ ქმედებებს, რაც ვიხილეთ. ასეთი რაღაც არასდროს არ უნდა მოხდეს, როგორი უპასუხისმგებლოც არ უნდა იყოს ხელისუფლების ოპონენტი, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ეს გაითვალისწინოს და არ დაუშვას იმ ტიპის მოვლენები, რომელსაც მაშინ ჰქონდა ადგილი. ოღონ დღეს ჩემი კრიტიკა, საკუთარი გუნდის, არანაირად არ ამართლებს იმ ძალებს, ვინც ასე მოიქცა და იყო თავად მოწადინებული ძალადობისკენ“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეკითხვაზე, ამ მოვლენების შემდეგ უქმნის თუ არა მას უხერხულობას ნინო ბურჯანაძესთან ერთად ერთ მაგიდასთან ჯდომა, ბოკერიამ განაცხადა, რომ ეს არანაირ უხერხულობას არ იწვევს.

„სწორედ მაგაშია საქმე. ქვეყნის წინსვლა გულისხმობს მაგას, რომ როგორი დაპირისპირებული შეხედულებების ძალებიც არ უნდა იყვნენ, უნდა შეთანხმდნენ თამაშის წესებზე. ასეთი შეთანხმებაა ახლა სწორედ, რომ პირველი - უნდა გვქონდეს პროპორციული არჩევნები, მეორე - ის, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და როგორი ოპონენტიც არ უნდა ჰყავდეს, არ შეიძლება, რომ მის მიმართ უსამართლო თამაშის წესები იყოს და პოლიტიკური ნიშნით ვინმე დაისაჯოს. ჩვენს საზოგადოებაში არის მოქალაქეების ნაწილი, რომელთაც აქვთ ჩემთვის მიუღებელი შეხედულებები საგარეო კურსზე, რუსეთზე, ზოგს გულწრფელი შიშის გამო და ზოგს კიდევ უფრო ჩემთვის მიუღებელი შეხედულების გამო, მაგრამ ისინი არიან ჩვენი მოქალაქეები და ვინც მათ ნებას გამოხატავს ცივილიზებულად და კანონის ფარგლებში, მათ აქვთ ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში. კარგია, რომ ივანიშვილის გუნდს თუ არ ჩავთვლით და ერთი- ორ მარგინალურ ძალას, ყველა დანარჩენი შეთანხმდა, რომ არჩევნები, ძალაუფლებისთვის ბრძოლა და ძალიან დაპირისპირებული შეხედულებები არ შეიძლება იქცეს სამოქალაქო დაპირისპირების საგნად. ეს განასხვავებს ცივილიზებულ ქვეყანას ველურისგან“, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა