მამუკა ხაზარაძე -  დამოუკიდებელი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებთან ერთად, ჩვენ ბედნიერ და რეალიზებული ადამიანების ქვეყანას შევქმნით

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით „ლელო საქართველოსთვის" პარლამენტის შენობის წინ გამართა გამოფენა „26 მაისი დამოუკიდებლობის 102 წელი". როგორც „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკური გაერთიანების პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ მამუკა ხაზარაძე, დავით უსუფაშვილი, ბადრი ჯაფარიძე და პარტიის სხვა ლიდერები და წევრები.

მათი ინფორმაციით, „ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„დღეს 26 მაისია, დღე, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობას ზეიმობს. დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა გამარჯვების ახალი ისტორია უნდა დავწეროთ! დღეს 2020 წლის 26 მაისია - საქართველოს ისტორიის ახალი ნიშნული, ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ეტაპი. დღე, როდესაც უნდა გავაკეთოთ არჩევანი, როდესაც უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გმირი წინაპრების გზა და ავაშენოთ ის ქვეყანა, როგორიც მათ სურდათ, როგორზეც ოცნებობდა, თუნდაც მერაბ კოსტავა, რომლის დაბადების დღეცაა.

ჩვენ დღეს უნდა გავუმკლავდეთ პრობლემებსა და გამოწვევებს, გავიმარჯვოთ ხილულ თუ უხილავ მტერზე - ვირუსზე, ეპიდემიაზე, ეკონომიკურ კრიზისზე, სიღარიბეზე, კორუფციაზე, უნიათო ხელისუფლებაზე, გავიმარჯვოთ შიდა და გარე მტერზე - ოკუპაციაზე, სახელმწიფოს მიტაცებაზე, ჩვენი შვილების მომავლის წართმევის მცდელობაზე.

„ლელო“ სწორედ ეს ახალი ძალაა, ლელო ახალი იმედია! ახალი გამარჯვება! ჩვენ შეგვიძლია, თქვენთან ერთად - დამოუკიდებელი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებთან ერთად დავძლიოთ კრიზისი, შევქმნათ ძლიერი ეკონომიკა, სამართლიანი და ერთიანი სახელმწიფო, ბედნიერი და რეალიზებული ადამიანების ქვეყანა. ჩვენ შეგვიძლია, ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის. ყველას გილოცავთ 26 მაისს! ერთად გავიმარჯვებთ!“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია