ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აუდიტის დასკვნა არის მნიშვნელოვანი მაკონტროლებელი საშუალება და მთავრობასთან კომუნიკაციისთვის ღირებული დოკუმენტი, რომელიც კომიტეტებზე აუცილებლად განიხილება

ყველა ის სტრატეგიული პროექტი, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესშია, არ გაჩერებულა და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მათი წარმატებით განხორციელებას მოჰყვება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო ძლიერი აქტივობა, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სახელმწიფო აუდიტის ანგარიშს, რომლის თანახმადაც, 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა.

მისივე თქმით, აუდიტის ეს დასკვნა არის ძალიან მნიშნველოვანი მაკონტროლებელი საშუალება და მთავრობასთან კომუნიკაციისთვის ღირებული დოკუმენტი, რომელიც კომიტეტებზე აუცილებლად განიხილება.

„მაგალითად, რიკოთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა, მათ შორის პანდემიის დროს. ასევე ვიცი, რომ რეგიონებში იმ საშუალებით, როგორსაც პანდემია იძლეოდა, პროექტები არ გაჩერებულა. აუდიტის დასკვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი მაკონტროლებელი საშუალება, ასევე პარლამენტისთვის ეს არის დოკუმენტი, რომელიც შემდგომში მთავრობასთან კომუნიკაციაში ძალიან ღირებულია. ეს კომიტეტებზეც განხილული იქნება და შემდგომ მეტი ინფორმაცია ექნება ჩვენს საზოგადოებას,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში, რომელიც საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მომზადდა აღნიშნულია, რომ 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა.

აუდიტის მოხსენების თანახმად, საყურადღებოა, რომ უცხოეთიდან მოზიდული სესხებით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების ნაწილი, გასული წლების მსგავსად, ხასიათდება დაბალი ათვისებით, რაც საინვესტიციო პროექტების შეფერხებებით განხორციელებაზე მიუთითებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა