ირაკლი სესიაშვილი - მთავრობის საქმიანობის წარმატება პრემიერის სწორი მართვის შედეგი იყო და გიორგი გახარიას ამისთვის განსაკუთრებული მადლობა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა და განაცხადა, რომ პანდემიის პირობებში მთავრობის საქმიანობის წარმატება სწორედ პრემიერ-მინისტრის „გონივრული მენეჯმენტის შედეგი იყო“.

„მე მგონი, მთავრობის საქმიანობის წარმატება პრემიერ-მინისტრის სწორი მართვის შედეგი იყო და გიორგი გახარიას ამისთვის განსაკუთრებული მადლობა. მე ვფიქრობ, რომ რა ჭორებსაც გარკვეული პოლიტიკური მედიასაშუალებები ავრცელებენ, ეს სწორედ მათ უნდა ჰკითხოთ და მათ დაეკითხოთ მოგონილ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა