ირაკლი სესიაშვილი - ხვალ ველოდებით, რომ მწვავე პოლიტიკური დისკუსია იქნება, თუმცა მთავარი ისაა, რომ ქვეყანამ კარგად გაართვა თავი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენისას მწვავე პოლიტიკური დისკუსია იქნება, თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ ქვეყანამ პანდემიას თავი ღირსეულად გაართვა. ამასთანავე, ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ პანდემიის სწორმა მართვამ საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველოს იმიჯი აამაღლა.

„ჩვენმა ქვეყანამ, მართლაც, ღირსეულად გაართვა თავი პანდემიას. ეს ყველას უნდა გვიხაროდეს, რადგან ამ სახელმწიფოს მიერ პანდემიის სწორმა მართვამ, ჩვენი ქვეყნის იმიჯი საკმაოდ მაღლა ასწია საერთაშორისო საზოგადოების თვალში. ხვალ პრემიერი მოვა მთავრობასთან ერთად პარლამენტში, წარდგება ანგარიშით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე პირადად, მივესალმები ამ სწორი მართვის ელემენტებს, განსაკუთრებით გამოვყოფდი საზოგადოებასთან კომუნიკაციის ძალიან სწორ მიდგომას, ასევე კოორდინაციის თვალსაზრისით, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა ძალიან მაღალი ხარისხი და დონე გამოამჟღავნეს, რაც ძალიან კარგია იმისთვის, რომ მომავალში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი მართვისა და კოორდინაციის ელემენტები ისევე, როგორც კონტროლის მექანიზმები. ამიტომ ხვალ, საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, ჩვენ ვუმასპინძლებთ პრემიერს და მთავრობას. თავისთავად ცხადია, ჩვენ ველოდებით, რომ იქნება მწვავე პოლიტიკური დისკუსია, თუმცა მთავარი ისაა, რომ ქვეყანამ კარგად გაართვა თავი, ეს თითოეულმა მოქალაქემ დაინახა. ეს თვითკმაყოფილების უფლებას არ გვაძლევს, თუმცა გვაქვს კარგი საფუძველი, რომ მომავალში კრიზისის მართვის ელემენტები კიდევ უფრო დავხვეწოთ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს