საქართველოს შს მინისტრს პოლონეთის ეროვნული პოლიციის უფროსი კომენდანტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსი კომენდანტი გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ შიმჩუკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„პატივცემულო მინისტრო, 26 მაისი გახლავთ საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის გულთან ახლოს მდგომი თარიღი, დამოუკიდებლობის დღე, რომელიც ეძღვნება ეროვნულ იდენტობას და მოიცავს ქვეყნის ხანგრძლივ და მდიდარ ისტორიას, ტრადიციებსა და კულტურას - პოლონეთისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ფასეულობებს, რომელმაც 1919 წელს ასევე აღიდგინა თავისი დამოუკიდებლობა. ამასთან, ჩვენ, როგორც პოლიციის ოფიცრებს, გვესმის, რომ ცხოვრება არ გახლავთ თავისუფალი საფრთხეებისგან. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი რთული სამუშაოს თითოეულ დღეს ჩვენი დამოუკიდებლობის მშენებლობაში ყოველდღიური წვლილი შეაქვს. საქართველოს ამ მშვენიერ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მსურს, გულითადად მოგილოცოთ და გავიზიარო ის სიხარული, რომელსაც ამჟამად განიცდით. ამასთან, მსურს, გისურვოთ თქვენ და თქვენდამი დაქვემდებარებულ პოლიციის ოფიცრებსა თუ სამოქალაქო თანამშრომლებს ჯანმრთელობა, უსაფრთხო სამსახური და კმაყოფილება ჩვენდამი მონდობილი მისიიდან“- ნათქვამია იაროსლავ შიმჩუკის მილოცვაში.

აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა