ნიკოლ ფაშინიანი - მინდა დაგარწმუნოთ, სომეხ ხალხს დიდად ახარებს საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ - მინისტრს, გიორგი გახარიას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„მთელი გულით გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და ქართველმა ხალხმა გამოხატა ურყევი გადაწყვეტილება, აღედგინათ სახელმწიფოებრიობა და აეშენებინათ დემოკრატიული საზოგადოება.

საუკუნეების განმავლობაში, სომხეთისა და საქართველოს სახელმწიფოების ურთიერთობა ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობაზე იყო დამყარებული. მინდა დაგარწმუნოთ, სომეხ ხალხს დიდად ახარებს საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები და სომხეთის რესპუბლიკა საქართველოს სანდო მეგობარია.

ძვირფასო პრემიერო, ვაფასებ ჩვენს მთავრობებს შორის არსებულ თანამშრომლობას ამ რთულ პერიოდში, რაც კორონავირუსის პანდემიას ეხება, განსაკუთრებით აღვნიშნავ ტვირთის უწყვეტ ტრანსპორტირებას ქვეყნებს შორის და სომხეთის და საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას სამშობლოში ამ პერიოდში. მჯერა, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ გადავლახოთ კაცობრიობის ეს განსაცდელი.

მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გისურვოთ საუკეთესო სურვილები, წარმატება, ჯანმრთელობა და გამძლეობა ამ რთულ პერიოდში“,- წერია სომხეთის პრემიერის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა