დავით ასათიანი - უფასო რჩევა ზოგიერთ თავქარიანს-ადვოკატების მიმართ აგრესია, სიძულვილის ენა, ხილი თუ ბოსტნეული შეინახეთ პირადი მოხმარებისათვის

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, ნელი დოროყაშვილის ადვოკატის, ანა აბაშიძის მიმართ მეზობლების მხრიდან პომიდვრების სროლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ასათიანი აღნიშნავს, ადვოკატები ასრულებენ პროფესიულ მოვალეობებს და მათი გაიგივება სამართალწარმოების მხარეებთან დაუშვებელია.

„სამწუხაროა, რომ მრავალჯერ გვიწევს ერთი და იგივეს გამეორება: ადვოკატები ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობებს და მათი გაიგივება სამართალწარმოების მხარეებთან/კლიენტებთან დაუშვებელია!!!!

აქვე, უფასო რჩევა ზოგიერთ თავქარიანს - ადვოკატების მიმართ აგრესია, სიძულვილის ენა, ხილი თუ ბოსტნეული შეინახეთ პირადი მოხმარებისათვის.

სხვათა შორის, ადვოკატის საქმიანობაში ჩარევა და ამ პროცესში მისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით“,-წერს დავით ასათიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველის, ანა აბაშიძის თქმით, გუშინ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ მეზობლებმა ეზოში პომიდვრები ესროლეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს