თენგიზ ცერცვაძე - ტურისტული სეზონის გახსნა უფრო მეტი რისკი მგონია, მთავრობამ რაღაც ფანტაზია უნდა გამოიჩინოს და ოპტიმალური ალგორითმი შექმნას

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ტურიზმის გახსნა რისკებთან არის დაკავშირებული და აღნიშნული საკითხი ყველაზე სერიოზული პრობლემაა, რაც დღეს მთავრობის წინაშე დგას.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში, მთავრობამ გარკვეული ოპტიმალური ალგორითმი უნდა შექმნას, თუ როგორ უნდა მიიღოს ქვეყანამ უცხოელი ტურისტები.

„რა თქმა უნდა, შეზღუდვების მოხსნა, მითუმეტეს მთლიანად მოხსნა და არა ნაწილობრივ, უდიდეს რისკებს შეიცავს. უშუალოდ საქართველოსთვის ნაკლებ რისკს შეიცავს იმიტომ, რომ საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია. ჩვენ მივაღწიეთ ამ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფების ძალიან მცირე რიცხვი ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში და შესაბამისად, ბოლო დღეეებშიც ერთეულ შემთხვევაზე მეტი არ ფიქსირდება. ამიტომ შეზღუდვების მოხსნა ისეთ დიდ რისკს არ შეიცავს, როგორც იმ ქვეყნებში, რომლებიც ამაზე წავიდნენ იმიტომ, რომ შეუძლებელია მოსახლეობის მოთმინება თვეობით გამოსცადო და ეკონომიკაც თვეობით გააჩერო. ისინი მოხსნაზე წავიდნენ იმ პირობებში, როდესაც მათ არ აქვთ საქართველოსნაირი მაჩვენებელი. მათ ასობით და ათეულ ათასობით შემთხვევა და ათეულ ათასობით გარდაცვლილი ჰყავთ. მე ტურისტული სეზონის გახსნა უფრო მეტი რისკი მგონია, როდესაც ჩვენთან უცხოელები შემოვლენ და ჩვენები დაიწყებენ მგზავრობას უცხოეთში. აქ მიმაჩნია, რომ ჩვენმა მთავრობამ, რომელიც აქამდე ძალიან კარგად მართავდა კოვიდ ინფექციით გამოწვეულ კრიზისს, რაღაც ფანტაზია უნდა გამოიჩინოს. რაღაც ოპტიმალური ალგორითმი უნდა შექმნას, როგორ მივიღოთ უცხოელი ტურისტები ისე, რომ მათ არ დავუკარგოთ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი და მეორე მხრივ, ჩვენი მოსახლეობა როგორ უზრუნველყონ ისე, რომ მათაც არ გაუქრეთ უცხოეთში მოგზაურობის სურვილი. ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაც ჩვენი მთავრობის წინაშე დგას“,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებას, ცერცვაძის მოსაზრებით, მეორე სერიოზული პრობლემაა ტრანსპორტი, თუმცა უფრო ნაკლები, ვიდრე ტურიზმი.

„მეორე სერიოზული პრობლემა, ცოტა ნაკლებად სერიოზული ვიდრე ტურიზმის გახსნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედება გახლავთ, მაგრამ ისიც აშკარაა ყველასთვის, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. პირველ რიგში უნდა აღდგეს ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობა და შემდეგ შეიძლება, სამარშუტო ტაქსებზე ვიფიქროთ“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)