დონალდ ტრამპი - „ტვიტერი“ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერევა და თავისუფალ სიტყვას ახშობს, ამას არ დავუშვებ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერს“ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაში ადანაშაულებს.

„ტვიტერი“ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერევა. მათი თქმით, ჩემი განცხადებები იმის შესახებ, რომ ფოსტის საშუალებით ხმის მიცემა მასობრივი კორუფციისა და გაყალბების მიზეზი გახდება, არასწორია. „ტვიტერი“ სრულად ახშობს თავისუფალ სიტყვას და მე, როგორც პრეზიდენტი, ამას არ დავუშვებ,“- წერს ტრამპი „ტვიტერში“.

ტრამპის მტკიცებით, „ტვიტერის“ გადაწყვეტილება “სიენენის“ და „ვაშინგტონ პოსტისა“ მიერ გავრცელებულ „ფეიკ ინფორმაციას“ ეფუძნება.

ცნობისთვის, „ტვიტერმა“ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ორმა პოსტმა, სადაც ფოსტის საშუალებით ხმის მიცემაზეა საუბარი, შესაძლოა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. მოგვიანებით, პრეზიდენტის აღნიშნული პოსტები გამაფრთხილებელი ნიშნებით მოინიშნა, რაც ინფორმაციის არასარწმუნოებაზე მიუთითებს.

იხილეთ ვიდეო:დონალდ ტრამპი - „ტვიტერი“ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერევა და თავისუფალ სიტყვას ახშობს, ამას არ დავუშვებ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა