მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, 10 დღეა ბოჭორიშვილის კლინიკაში „კოვიდ19“-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, დაახლოებით 10 დღეა მათთან Covid-19-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და კვირაზე მეტია საავადმყოფოში პაციენტებს რეანიმაციაში აღარ მკურნალობენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

"ბოქსირებულ სექტორში არის 39 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 32. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ახალი პაციენტი არ გვყავს. კლინიკაში 18 წლამდე მოზარდი არის 11. ორი პაციენტის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა, ისიც არსებული თანხმლები დაავადებების გამო. 4 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას. ველოდებით სამი ბავშვის გამოჯანმრთელებას. დაახლოებით 10 დღეა არ გამოვლენილა ჩვენს კლინიკაში „კოვიდ 19“-ის ახალი შემთხვევა. კვირაზე მეტია რეანიმაციაში აღარ მკურნალობენ პაციენტები," - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა