ლევან გოგიჩაიშვილი - პრემიერს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, მათ უხერხემლო გადაწყვეტილებაზე, რაც ბიუჯეტის ქურდის ციხიდან გამოშვებას შეეხება

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე არამხოლოდ კორონავირუსის მართვაზე, არამედ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზეც მოუწევს საუბარი.

"ჩვენ არ შემოვიფარგლებით კონკრეტულად ერთი საკითხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა იყო გუშინ, რა არის დღეს და რა იქნება ხვალ. ამიტომ ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრს მოუწევს სხვა კითხვებზეც პასუხის გაცემა, რაც ეხება პოლიტიკას, ეკონომიკას, მათ უხერხემლო და უსუსტეს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის ქურდის ციხიდან გამოშვების თაობაზე. ამით დაასამარეს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა. ამიტომ მათ მოუწევთ ძალიან ბევრ კითხვებზე პასუხის გაცემა. მათ უნდა უპასუხონ იმ ადამიანების კითხვებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ხვალინდელი დღე, ხვალინდელი ყოფა, ჩვენი მომავალი და ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება,"- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა