29 მაისის დილიდან მერიის 11-ვე სერვისცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, 29 მაისის დილიდან მერიის 11-ვე სერვისცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.

როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მომსახურების მიღების დროს, სავალდებულო იქნება პირბადეების გამოყენება და გარკვეული დისტანციის დაცვა, რათა მოქალაქეთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

„პარალელურად, მერიის ის თანამშრომლები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დისტანციურად მუშაობდნენ, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს. მართალია, კორონავირუსი ჯერ კიდევ არ დაგვიმარცხებია, მაგრამ ვიმედოვნებ, რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ყველა ერთად, მალე მოვახერხებთ ცხოვრების ჩველ რეჟიმს დავუბრუნდეთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველი ივნისიდან მერიის ყველა სერვისი ეტაპობრივად, იმავე ფორმატს დაუბრუნდება. აღდგება კომისიები და თანამდებობის დასაკავებლად ჩასატარებელი კონკურსები.

„პირველი ივნისიდან აღდგება თბილისის მერიაში შემოსული ადმინისტრაციული ერთეულების საჩივრების განმხილველი კომისიის სხდომები; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების/ყოფნის ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ჩასატარებელი კონკურსები; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომები; კულტურული ღონისძიებების დაფინანსების კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომები; დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა