მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია მიეჩვია, რომ გამოიგონონ პრობლემები და შემდეგ მთელი დღე ილაპარაკონ ამაზე

ოპოზიცია მიეჩვია, რომ გამოიგონონ პრობლემები და შემდეგ მთელი დღე ილაპარაკონ ამ გამოგონილ პრობლემებზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პრემიერ- მინისტრის შესაძლო შეცვლისა და თეა წულუკიანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.

დღევანდელ პლენარულ სესიაზე, სადაც პრემიერ- მინისტრს ელოდებიან, მდინარაძე სპეკულაციებს და გამოგონილი პრობლემების წამოწევასაც ელოდება.

„რა თქმა უნდა, სპეკულაციებიც იქნება, გამოგონილი ამბებიც იქნება და რა თქმა უნდა, რეალურ პრობლემებზეც იქნება საუბარი მათ შორის, უმრავლესობის მხრიდან, რადგან ყველამ კარგად ვიცით, ჩვენ გვაქვს მეორე მძიმე გამოწვევა და არანაკლებ მძიმე, ვიდრე კოვიდ ინფექცია იყო, ეს არის ეკონომიკური რეცესია, რაც მძიმედ ურტყამს ქვეყნის ეკონომიკას და გაჭირვებული ადამიანების, სოციალურად დაუცველი ადამიანების ჯიბეს და ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა აღმოვფხვრათ. ეს არის მიზანი ხელისუფლების და ამ მიზნების და გეგმების განხორციელებაზე უნდა ვილაპარაკოთ დღეს, თუ ეს არ იქნება ისევ და ისევ ოპოზიციის პოპულიზმით დამძიმებული.

ზოგადად სჩვევიათ, რომ იგონებენ პრობლემებს და მერე ამ თავის გამოგონილ პრობლემებზე ბრაზდებიან. ოპოზიცია მიეჩვია, რომ გამოიგონინ პრობლემები და შემდეგ მთელი დღე ილაპარაკონ ამ გამოგონილ პრობლემებზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო