კობა გვენეტაძე - ნავთობის შოკიც გვაქვს ქვეყანაში და როგორც წესი, ნავთობის ფასების შემცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ორლესული მახვილია

ნავთობის შოკიც გვაქვს ქვეყანაში და როგორც წესი, ნავთობის ფასების შემცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ორლესული მახვილია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საბანკო სექტორზე არსებული სიტუაციის გავლენის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, წელს საკრედიტო პორტფელის ზრდა 0-5%-ის ფარგლებში იქნება და შესაძლოა, მიმდინარე წელი ბანკებმა ზარალით დაასრულონ, თუმცა ფინანსური გამოწვევას საქართველოს საფინანსო სექტორი მომზადებული შეხვდა.

ამასთან, სებ-ის პრეზიდენტი, პანდემიასთან ერთად ხაზს უსვამს ნავთობის ფასების კლების გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე.

„კვლავ რჩება გაურკვევლობა პანდემიის განვითარებასთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში და ჩვენც თავისუფალი ვერ ვიქნებით ამ კონტექსტიდან. პანდემიის გარდა კიდევ ერთი ეფექტი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ეკონომიკაზე, არის ნავთობის ფასის შემცირება. ნავთობის შოკიც გვაქვს ქვეყანაში და როგორც წესი, ნავთობის ფასების შემცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ორლესული მახვილია, რადგან ერთ შემთხვევაში მცირდება იმპორტის მოცულობა, რადგანაც ფასები კლებულობს, ამავედროს არ დაგვავიწყდეს, რომ ინვესტიციები და გადმორიცხვები იმ ქვეყნებიდან, სადაც ნავთობის სექტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ასევე შემცირდება ამ პერიოდში და ამასაც გავლენა აქვს და უნდა გავითვალისწინოთ. გამოვედით ერთი შოკიდან, რომელიც შარშან რუსეთის ფედერაციიდან ფრენების აკრძალვას მოყვა და შემდეგაა უკვე ორმაგი შოკი, რომელიც პანდემიით და ნავთობის ფასების კლებით გამოიხატება,“-განმარტა გვენეტაძემ.

მისივე ინფორმაციით, შემცირებულია ახლადგაცემული სესხების რაოდენობა და იკლო დაფარვებმაც, რაც გადავადებებმაც განაპირობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო