გიორგი გახარიას განცხადებით, მზადაა ყველა იმ კითხვას უპასუხოს, რომელიც საზოგადოებაში პანდემიასთან დაკავშირებითაა დაგროვილი

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მზადაა ყველა იმ კითხვას უპასუხოს, რომელიც საზოგადოებაში პანდემიასთან დაკავშირებითაა დაგროვილი. როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მთავრობისთვის არანაირი დახურული თემები და საკითხები არ არსებობს.

"ზუსტად 102 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა პირველ ეროვნულ პარლამენტს. შესაბამისად, დღეს პარლამენტის ფუნქცია ქვეყანაში, მის განვითარებაში, მის ყოველდღიურ ცხოვრებაში, საპარალამენტო კონტროლის ჩათვლით, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია ჩვენი მოქალაქეების და ასევე პარლამენტის წინაშე, შეუძლებელი იყო რომ ეს პასუხისმგებლობა და ის კითხვები, რომელიც დაგროვდა საზოგადოებაში, არ მოვსულიყავით და სწორედ ამ ტრიბუნიდან არ გაგვეცა პასუხი. დღეს ამ კითხვების ძირითადი ნაწილი იქნება და დღეს ყველაზე აქტუალური რაც ჩვენს მოქალაქეებს აღელვებს, არის გლობალური პანდემია, მიუხედავად იმისა, რომ აქ ითქვა, რომ კითხვები შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა სფეროდან ჩვენი სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ცხოვრებიდან. ჩვენ პირველ რიგში, მზად ვართ რომ ვისაუბროთ ამ თემაზე, შევიდეთ ნებისმიერ დისკუსიაში, პასუხები გავცეთ ამ თემას, თუმცა არანაირი დახურული თემები ჩვენთვის არ არსებობს. რაც შეეხება, აქ კომენტარებს ორი საათი არ გალოდინებთ, თუმცა არც პარლამენტის რეგლამენტის დარღვევას არ ვაპირებ და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე გიპასუხებთ იმ კითხვაზე, რაც იქნება დასმული,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა