პრემიერი - საქართველოში პირველი ინფიცირებულის გაჩენამდე 1 თვით ადრე, მთავრობამ უკვე მიიღო გარკვეული გადაწყვეტილებები და საკმაოდ ადრე დავიწყეთ კონტროლი

საქართველოში პირველი ინფიცირებულის გაჩენამდე 1 თვით ადრე მთავრობამ უკვე მიიღო გარკვეული გადაწყვეტილებები და საკმაოდ ადრე დავიწყეთ კონტროლი. სხვათა შორის საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც აეროპორტებში თერმოსკრინინგი განხორციელდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში კოვიდ19-ის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, 28 იანვარს, როდესაც ქვეყანაში ჯერ კიდევ არ იყო პირველი ინფიცირებული, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო.

„ვირუსთან ბრძოლის რამდენიმე ეტაპი შეიძლება გამოიყოს. ეს გახლავთ ვირუსის გავრცელების შეკავება, რომელიც 28 იანვრიდან იწყება და 29 თებერვლამდე გრძელდება. ეს იყო ეტაპი, როდესაც მსოფლიოში პირველად ჩინეთში გაჩნდა ვირუსზე ინფორმაცია. ეს იყო საქართველოში პირველი ინფიცირებულის გაჩენამდე 1 თვით ადრე. ამ ეტაპზე მთავრობამ უკვე მიიღო გარკვეული გადაწყვეტილებები და საკმაოდ ადრე დავიწყეთ კონტროლი. პირველ რიგში, ეს იყო მაღალი რისკის შემცველი ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანების თერმოსკრინინგი და შემდგომ საკარანტინო ზონებში მათი გადაყვანა. ჩვენ მაშინვე დავინახეთ, რომ ეს ბრძოლა იქნებოდა ხანგრძლივი და მივხვდით, რომ აუცილებელი იქნებოდა ორ ფრონტზე ბრძოლა: ერთი მხრივ, მოქალაქის ჯანმრთელობა, მისი სიცოცხლე და მეორე მხრივ, ეკონომიკა. 28 იანვარს, როდესაც ჯერ კიდევ პირველი ინფიცირებული არ იყო ქვეყანაში, შევქმენით საკოორდინაციო საბჭო, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებდა ვირუსის გავრცელების შეჩერების ნაწილში. ამ საბჭოს ძირითადი ამოცანა გახლდათ იმპორტირებული ვირუსის კონტროლი. სწორედ ამიტომ ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო საზღვრებზე. სხვათა შორის, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც აეროპორტებში თერმოსკრინინგი განხორციელდა,“ - განაცხადა პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, კოვიდ19-თან ბრძოლის პირველივე ეტაპზე გამოიყო ოთხი ძირითადი მიმართულება და მათზე პასუხისმგებელი პირები.

„ეს გახლავთ: ჯანდაცვა - რომელსაც უნდა ეზრუნა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომზადებაზე კოვიდთან გასამკლავებლად და ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ეკატერინე ტიკარაძე; ეკონომიკა - მივხვდით, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისი საქართველოზეც იმოქმედებდა. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა მაია ცქიტიშვილი; უსაფრთხოება - თავიდანვე ჩანდა, რომ გამკაცრებული კონტროლი საზღვრებზე შეიძლება გადასულიყო სამოქალაქო ცხოვრებაზე და ამ მიმართულებას ხელმძღვანელობდა ვახტანგ გომელაური; მარაგები და ლოგისტიკა - პირველივე დღეებიდან აშკარა ხდებოდა, რომ ქვეყნები იწყებდნენ თავიანთი საექსპორტო პოტენციალის შეზღუდვას და ბაზრები იკეტებოდა. ამ მიმართულებას ხელმძღვანელობდა ლევან დავითაშვილი,“ - განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა