გიგა ბოკერია - რუსეთის საგარეო უწყების განცხადება ისეთი აბსურდული პროპაგანდაა, რომ მხოლოდ დაცინვას იმსახურებს

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, რუსეთის საგარეო უწყების განცხადება, რომლის მიხედვით მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიაში დაშვების შესახებ საქართველოს პასუხს ელოდება, „ისეთი აბსურდული პროპაგანდაა, რომ მხოლოდ დაცინვას იმსახურებს“.

„ეს კლასიკური საქციელია პუტინის რეჟიმისთვის დამახასიათებელი ავტორიტარული მთავრობებისთვის, თავისი პრობლემების სხვაგან მოძებნა და სხვებისთვის დაბრალება. საქართველო, ამ შემთხვევაში, არის მათი ტრადიციული სამიზნე. სერიოზულად არც კი უნდა მივიღოთ ეს განცხადება. ეს არის მათი ჩვეულებრივი სამარცხვინო პროპაგანდა, მეტი არაფერი. რა ლუგარის ლაბორატორია, ეს არის სასაცილო. საბედნიეროდ, ამ ცუდ ამბავს, რასაც პანდემია ჰქვია, ერთი დადებითი შედეგი ის ჰქონდა, რომ ჩვენი ქვეყნის შიგნით ის ძალები, რომლებიც პუტინის პროპაგანდის დაკვეთით ან თავისი სიბრიყვით ლუგარის ლაბორატოროოს წანააღმდეგ კამპანიას ეწეოდნენ, ახლა ეს დროშები ბოლომდე დაეხათ, იმიტომ, რომ ეს უკვე ყველანაირ აბსურდს გასცდა. ლუგარის ლაბორატორია იყო ის, რომელიც დაეხმარა საქართველოს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ

ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსგან რუსი სპეციალისტების მოთხოვნაზე, რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში შეშვებასთან დაკავშირებით, პასუხს ელოდება, „ვინაიდან, მოსკოვი შეშფოთებულია ინფორმაციის უქონლობით ლაბორატორიის მუშაობასთან დაკავშირებით“. „ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარშია აღნიშნული.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია