ნიკოლ ფაშინიანი - თუ ჩვენ გვყავს 7000 ინფიცირებული, ეს ნიშნავს, რომ რეალურად ინფიცირებულია 14 000 და მათმა 90%-მა ამის შესახებ არ იცის

სომხეთში ათასობით ადამიანია ინფიცირებული კორონავირუსით ისე, რომ მათ ამის შესახებ არ იციან. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა სამთავრობო სხდომის დროს განაცხადა.

„როგორც წესი, მხოლოდ ნაწილი, დაახლოებით ნახევარი შემთხვევების გამოვლენა ხდება. მაშასადამე, თუ ჩვენ გვყავს 7000 ინფიცირებული, ეს ნიშნავს, რომ რეალურად ინფიცირებულია 14000 ადამიანი და მათმა 90%-მა ამის შესახებ არ იცის. აი, რატომ არის დამცავი ნიღბების ტარება აუცილებელი“,-აღნიშნა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, სომხეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 7774 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 98 ადამიანი ემსხვერპლა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა