გიგა ბოკერია პრემიერს - მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები იყვნენ და ერთი ისევ ციხეშია, თქვენ მათ პოლიტპატიმრებად არ აფასებთ, რატომ არ გაქვთ ინტერესი, რომ ეს ფურცელი დაიხუროს?

ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრები იყვნენ, ერთი პოლიტიკური პატიმარი ისევ ციხეშია, თქვენ მათ პოლიტპატიმრებად არ აფასებთ, იძახით, რომ შეთანხმება არ ყოფილა. მინდა უბრალოდ გვითხრათ, რატომ არ გაქვთ ინტერესი, რომ ეს ფურცელი დაიხუროს? - ასე მიმართა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.

მისივე თქმით, ლობისტები წერილებს არ უნდა წერდნენ პარტნიორებს, წერილებს სტრატეგიულ პარტნიორებს უნდა წერდეს მთავრობა.

"მინდა შევუერთდე ბატონ პრემიერს იმ დღის მოლოცვასა და აღნიშვნაში, რომელიც გუშინ იყო. აქვე ერთი პატარა კითხვა მაქვს, ეროვნული დროშების ჩამოკიდება რატომ იყო ბატონო პრემიერო პრობლემა ქალაქში ამ დღის აღსანიშნავად? რა პრობლემასთან გვქონდა საქმე, რა შუაშია აქ პანდემია?!

პრემიერმა ბევრ ისეთ თვითქებასთან და ოპოზიციის კრიტიკასთან ერთად, რომელსაც არანაირად არ ვეთანხმები, თქვა ისიც, რასაც ვეთანხმები. საერთო ჯამში ქვეყანას მთლიანად შეგვაფასებენ ყველგან და საზოგადოებრივ თანხმობას აქვს მნიშვნელობა. ამაზე მაქვს კითხვა - პანდემიის გარდა, ერთ-ერთი დიდი პრობლემა პოლიტიკური კრიზისია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრები იყვნენ, ერთი პოლიტიკური პატიმარი ისევ ციხეშია, თქვენ მათ პოლიტპატიმრებად არ აფასებთ, იძახით, რომ შეთანხმება არ ყოფილა. მინდა უბრალოდ გვითხრათ, რატომ არ გაქვთ ინტერესი, რომ ეს ფურცელი დაიხუროს? ცოტა ხნის წინ ვნახე, თქვენი ლობისტების მიერ მიწერილი წერილი აშშ-ში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჯერ ერთი, მინდა გკითხოთ, ვინ გირჩიათ, მთავრობის მაგივრად ლობისტი მიმართავდეს წერილით პარტნიორებს? ეს ითვლება სამარცხვინოდ და ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ ამბად. ლობისტმა შეიძლება, გირჩიოს როგორ ილაპარაკო, რა სტრატეგია გქონდეს, მაგრამ წერილებს წერს მთავრობა. მაგრამ ეს წერილი, რომელსაც მთავრობის ლოგო აქვს ქვემოთ იწყება ასე: „რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა პოლიტიკური შეთანხმების შესრულების მიმართულებით და შეიწყალა ორი პატიმარი“. აქ აღიარებითი ჩვენება გაქვთ, თან ამას აღიარებთ და თან ბოლო პოლიტაპატიმრის, რომელსაც თქვენ პოლიტპატიმრად არ თვლით, გამოშვება არ გინდათ და გინდათ კრიზისი შეინარჩუნოთ. ამიხსენით როდის იტყუებოდით. ამ წერილის დროს? ახლა? გუშინწინ? ერთი პოლიტპატიმრის შემთხვევაში თუ მეორესი? რურუას თუ სხვების შემთხვევაში?", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან ის დაინტერესდა დატოვებს თუ არა თანამდებობას მინისტრთა კაბინეტის ის წევრი, რომელიც დასავლეთის კრიტიკას რუსეთის აგრესიას ადარებს.

"თუ გაირკვევა, ბატონო პრემიერო, რომ თქვენს მინისტრებს შორის არის მინისტრი, რომელიც ჩვენი პარტნიორების, დასავლეთის კრიტიკას დემოკრატიასთან დაკავშირებით, თუნდაც თქვენი აზრით არასწორს, ადარებს რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირის ან პუტინის რუსეთის აგრესიას საქართველოს მიმართ და დამოუკიდებლობის დამხობას, ესეთ პარალელს მიიჩნევთ თუ არა სამარცხვინოდ და ეგეთი მინისტრი გასაშვები გყავთ თუ არა?" , - განაცხადა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო:მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები იყვნენ და ერთი ისევ ციხეშია, თქვენ მათ პოლიტპატიმრებად არ აფასებთ, რატომ არ გაქვთ ინტერესი, რომ ეს ფურცელი დაიხუროს? - გიგა ბოკერია პრემიერს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო