სალომე სამადაშვილი პრემიერს - 8 მარტის შეთანხმების ჩაშლა, რომლის ნაწილიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, მიაყენებს თუ არა დარტყმას დასავლელ პარტნიორებთან სტრატეგიულ ურთიერთობებს?

8 მარტის შეთანხმების ჩაშლა, რომლის ნაწილიც დიახ, არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მიაყენებს თუ არა დარტყმას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან სტრატეგიულ ურთიერთობებს მაშინ, როდესაც ჩვენი სახელმწიფო სასიცოცხლოდ დამოკიდებულია იმ დახმარებაზე, რომელიც მათ უნდა გაუწიონ ქართველ ხალხს? - ამ კითხვით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

სამადაშვილმა უმრავლესობის წევრებს შეახსენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვაში ხაზი გაუსვა დემოკრატიისა და მართლმსაჯულების მნიშვნელობას. ოპოზიციონერმა დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ მმართველი გუნდის წევრები, სენატორ ჯიმ რიშისა და ევროპარლამენტარ დევიდ მაკალისტერის მსგავსად, დონალდ ტრამპსაც „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერად არ მოიხსენიებენ.

„როდესაც ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, მან შეგვახსენა, რომ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა ეფუძნება ისეთ საერთო ღირებულებებს, როგორიც არის დემოკრატია, მართლმსაჯულება და საერთო დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემა. გასაგებია, რომ თქვენ და თქვენი თანაგუნდელები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯიმ რიშს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს მოიხსენიებთ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლებს. იმედია, ამ დარბაზში ისეთ სისულელეს არ გვეტყვით, რომ აშშ-ის პრეზიდენტიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია.

ამ ფონზე მაინტერესებს თქვენგან მოვისმინო პასუხი შეკითხვაზე: 8 მარტის შეთანხმების ჩაშლა, რომლის ნაწილიც დიახ, არის პოლიტპატიმრების, მათ შორის გიორგი რურუას საპატიმროდან გათავისუფლება, მიაყენებს თუ არა დარტყმას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან სტრატეგიულ ურთიერთობებს მაშინ, როდესაც ჩვენი სახელმწიფო სასიცოცხლოდ დამოკიდებულია იმ დახმარებაზე, რომელიც მათ უნდა გაუწიონ ქართველ ხალხს,“ - მიმართა სამადაშვილმა გახარიას.

იხილეთ ვიდეო:8 მარტის შეთანხმების ჩაშლა, რომლის ნაწილიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, მიაყენებს თუ არა დარტყმას დასავლელ პარტნიორებთან სტრატეგიულ ურთიერთობებს? - სალომე სამადაშვილი პრემიერს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო