გიგა ბოკერია - ეს ჭორები, თუ რეალური ინფორმაცია განპირობებულია იმით, როგორც მართავს ივანიშვილი ქვეყანას, როგორც მოხსნა ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი, როგორც ექცევა გახარიას

თეა წულუკიანი კარგი მაგალითია, როგორი არ შეიძლება იყოს მოსამართლე და ზოგადად სახელმწიფო თანამდებობის პირი,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შესაძლოა საკონსტიტუციოს სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნოს.

ბოკერია ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებასაც. ბოკერიას თქმით, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს " როდის, ვის შეცვლის ივანიშვილი".

"ეს ჭორები, თუ რეალური ინფორმაცია განპირობებულია იმით, როგორც მართავს ივანიშვილი ქვეყანას. როგორც მოხსნა ღარიბაშვილი, მან არც კი იცოდა დილით ამის შესახებ და საღამოს გააქრეს.როგორც გააქრო კვირიკაშვილი, როგორც ექცევა გახარიას და ყველა მის თანაგუნდელს, როგორც შინაური ცხოველების ცუდი პატრონი. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, ჭორები ვრცელდება ხოლმე,როცა ჩრდილში მყოფი ადამიანი, კომპარტიის მსგავსად, იმ რეჟიმის მსგავსად, რომლის ხელმძღვანელიცაა, თვითონ წყვეტს, როდის, ვის სად წაიყვანს.ეს არის ძირი ამ ჭორების. ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს ასეთი ჭორები.ჩვენ გვაინტერესებს ამ ხელისუფლების მშვიდობიანი და არჩევნების გზით დამარცხება", - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პრემიერ- მინისტრის შესაძლო შეცვლისა და თეა წულუკიანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომ "ოპოზიცია მიეჩვია, გამოიგონონ პრობლემები და შემდეგ მთელი დღე ილაპარაკონ ამ გამოგონილ პრობლემებზე".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა