ოთარ კახიძე პრემიერს - რატომ არ უბრუნებთ ფულს ჩვენს მოქალაქეებს, რომელიც წაართვით და უთხარით რომ „შავი დღისთვის“ იყო გადანახული?

რატომ არ უბრუნებთ ფულს ჩვენს მოქალაქეებს, რომელიც წაართვით, უთხარით რომ „შავი დღისთვის“ იყო გადანახული და დღეს, როცა ყველაზე მეტად უჭირთ და სჭირდებათ, მაინც არ უბრუნებთ, რატომ? - ასე მიმართა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.

მისივე თქმით, დამსაქმებლებისა და დასაქმებულების მიერ საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა დოლარის კურსის მიხედვით უკვე გაუფასურებულია.

"ჩემი კითხვა ეხება მოსახლეობის დანაზოგს, რომელიც მთავრობის ინიციატივით არის დაგროვილი მთავრობის საპენსიო ფონდში და დღვანდელი ძალიან მძიმე ვითარების მიუხედავად, თქვენ არცერთ გამოსვლაში არ გიხსენებიათ განიხილება თუ არა აღნიშნული თანხის მოსახლეობისთვის დაბრუნება. 2019 წლიდან მოყოლებული, გადასახადის სახით, თქვენ საქართველოს დასაქმებულ მოქალაქეებს და ასევე მათ დამსაქმებლებს, იძულების წესით, ართმევთ თანხას და აგროვებინებთ საპენსიო ფონდში. დღეის მონაცემებით, აღნიშნულ ფონდში არის დაგროვილი 772 მილიონი ლარი. ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული ფული. მაგალითად, 1500 ლარიანი ხელფასის მქონე ადამიანს აღნიშნულ ფონდში უკვე დაგროვილი აქვს მინიმუმ 980 ლარი, რომელსაც თქვენ მათ არ უბრუნებთ. ამის გარდა, ფონდში თანხა გადარიცხული აქვს ბიზნესსაც, რომელსაც ასევე უდიდეს შეღავათს მისცემდა ამ ფულის მათთვის უკან დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ამ სქემით მოსახლეობას ეს ფული უკვე გაუუფასურდა. მაგალითად, 980 ლარი შარშან მაისში იყო 350 დოლარი, ხოლო ახლა არის 300 დოლარი. მაგრამ ამ ფულს რატომ არ უბრუნებთ? ფულს, რომელიც წაართვით, უთხარით რომ შავი დღისთვის იყო გადანახული და დღეს, როცა ყველაზე მეტად უჭირთ და სჭირდებათ, მაინც არ უბრუნებთ, რატომ?"- განაცხადა ოთარ კახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა