ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, პრემიერმა სიტყვით გამოსვლის დროს რამდენჯერმე იცრუა

სწრაფ ტესტებზე ხელშეკრულებები რომ ჯერ ზარზეიმით მოგვაწოდა ჯანდაცვის მინისტრმა და გვახარა, რომ ძალიან დიდხანს ფიქრის და ბჭობის შემდეგ შეირჩა პარტნიორი და მერე რომ აღმოჩნდა, რომ თურმე არ ვარგოდა ეს ტესტები, საერთოდ რამე რეაგირება იყო ამაზე? - ასე მიმართა “ევროპული საქართველოს” დეპუტატმა, ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ გიორგი გახარიას.

მისი თქმით, პრემიერმა დღევანდელ გამოსვლაში რამდენჯერმე იცრუა, მათ შორის მაშინ, როდესაც თქვა, რომ არც ერთ ადამიანს არ დაუტოვებია საკარანტინო სივრცე სწრაფი ტესტის ჩატარების გარეშე.

“ბატონო გიორგი, თქვენი "საყვარელი" სწრაფი ტესტების თემაზე საუბრობდით და ბრძანეთ, რომ არც ერთ ადამიანს არ დაუტოვებია საკარანტინო ზონა ისე, რომ არ ჩატარებოდა გამოსვლამდე ტესტი. არადა მახსოვდა ერთი კონკრეტული ფაქტი ბათუმში, როდესაც ის ახლაგაზრდა მომღერალი ბიჭი იხვეწებოდა, ტესტი ჩამიტარეთ, ისე არ გამიშვათო და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ნაცნობობით მოახერხა, ჩაუტარდა და კორონავირუსი დაუდგინდა და მერე დავგუგლე და თქვენ რომ ამბობთ, რომ არც ერთი ადამიანი არ გამოსულა საკარანტინო ზონიდან ტესტის გარეშემო, შეგახსენებთ, რომ პირველი საკარანტინო ზონა 2 მარტს არის შექნილი საქართველოში, თქვენმა მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ 6 მაისს დააანონსა ახალი აქტივობა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რომ 11 მაისიდან არც ერთი ადამიანი არ დატოვებს საკარანტინო ზონას ისე, რომ სწრაფი ტესტი არ ჩაუტარდეს. ეს ისე ცნობისთვის, რომ იცოდეთ, ამ ტრიბუნაზე რომ დგახართ, როგორ არასწორ ინფორმაციას აწვდით პარლამენტს და საზოგადოებას.

ახლა რომ დავუბრუნდეთ თქვენი "საყვარელი" სწრაფი ტესტების თემას, თუ შეიძლება რომ მითხრათ, მე მესმის, რომ როცა ტესტების ჩამოსვლას ელოდებით, მაშინ საჭირო იყო, როცა აღმოჩნდა პრობლემა, მერე აღარ იყო საჭირო, მაგრამ მაინტერესებს კონკრეტულად თქვენი დამოკიდებულება ერთი კონკრეტული საკითხისადმი - რა მოხდა ამ სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით? საერთოდ გამოიკვლიეთ, გამოიძიეთ? ვინმეზე რამე პასუხისმგებლობის ფორმა იქნა თუ არა გამოყენებული? ეს ხელშეკრულებები რომ ჯერ ზარზეიმით მოგვაწოდა ჯანდაცვის მინისტრმა და გვახარა, რომ ძალიან დიდხანს ფიქრის და ბჭობის შემდეგ რომ შეირჩა პარტნიორი და მერე რომ აღმოჩნდა, რომ თურმე არ ვარგოდა ეს ტესტები, საერთოდ რამე რეაგირება იყო ამაზე? გასაგებია, რომ შეიძლება საჯაროდ ასე არ თქვით, მაგრამ ის კონკრეტული კომპანია, ის კონკრეტული თანამშრომელი, პასუხისმგებელი პირი... რამენაირად ვართ დაზღვეულები, რომ სხვა დროსაც, სხვა შემთხვევაშიც ანალოგიურ "გაუგებრობასთან" არ გვექნება კავშირი?” - მიმართა გოგორიშვილმა გახარიას.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს