ეკა ბესელია - პრემიერის გამოსვლა დღეს უფრო აკადემიური მომეჩვენა

გიორგი გახარიას გამოსვლა დღეს უფრო აკადემიური მომეჩვენა, - ასე აფასებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელიას პრემიერ-მინისტრის საქართველოს პარლამენტში გამოსვლას.

ბესელიას თქმით, ერთადერთი, რაც მას „თვალში მოხვდა“ პრემიერის გამოსვლის ის ნაწილი იყო, სადაც მან ტერმინი „მოცეკვავე პოლიტიკოსები“ გამოიყენა.

"სხვათა შორის, მისი გამოსვლა დღეს უფრო აკადემიური მომეჩვენა. ერთადერთი, რაც ცუდად მომხვდა და განსაკუთრებით ალბათ, ხელოვნების წარმომადგენლები უნდა განაწყენდნენ როცა თქვა, მოცეკვავე პოლიტიკოსებიო. რატომ არის ცეკვა მისთვის ასეთი იუმორის ჟანრში აყვანილი, ვერ გეტყვით, რადგან მიმაჩნია, რომ ვინც ცეკვავს არაჩვეულებრივ რამეს აკეთებს. ახლა, თუ პოლიტიკოსებს პოლიტიკურ უნარ-ჩვევებთან ერთად ცეკვაც ეხერხებათ, ეს მგონი, არ უნდა იყოს კნინობით ფორმაში გამოხატული", - განაცხადა ბესელია.

ბესელიას თქმით, მთავრობის სხვა წევრების მიმიკები უფრო იწვევს გაოცებას, რომლებიც სულ იცინიან.

"მიმიკებზე თუ ვილაპარაკებთ, მთავრობის წევრთაგან სხვების მიმიკები უფრო იწვევს ჩემში გაოცებას. განსკუთრებით ისინი, ვინც სულ იცინიან ხოლმე", - აღნიშნა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა