კახა კალაძე - მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება მოხდეს, რაც ქვეყნის განვითარებისთვის და დემოკრატიისთვის ძალიან კარგი იქნება

მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება მოხდეს, ეს ქვეყნის განვითარებისთვის, დემოკრატიისთვის იქნება ძალიან კარგი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, საკონსტიტუციო ცვლილებას კონკრეტული პარტია მხარს არ უჭერს, თუმცა ამის მიუხედავად მას პარლამენტში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

"მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს ამ ცვლილებას პარლამენტში. შეიძლება, კონკრეტულმა პარტიამ არ დაუჭიროს მხარი არ ცვლილებას, რომ კიდევ უფრო შემოიტანოს დაძაბულობა ქვეყანაში და ჰქონდეს ამის მცდელობა, თუმცა, ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი მხარი დაუჭიროს ამ ცვლილებას", - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო