თენგიზ ცერცვაძის განცხადებით,  კოვიდ 19-ზე გამოკვლეულების შესახებ განცხადებისას შეცდომა დაუშვა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდ-19-ზე გამოკვლეულების შესახებ გაკეთებულ მის განცხადებაზე განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, მან უნებლიე, ტექნიკური შეცდომა დაუშვა.

როგორც ცერცვაძემ განმარტა, ტარდება მცირე კვლევა ჯანმრთელ მოსახლეობაში, 1000 კაცზე, ეს კვლევა ჯერ არ დამთავრებულა და საბოლოო შედეგები არ არის შეჯამებული.

„მე გუშინ „კავკასიის“ ეთერში ვთქვი, რომ ჩვენ ვატარებთ მცირე კვლევას ჯანმრთელ მოსახლეობაში, 1000 კაცზე, ვთქვი ისიც, რომ ეს კვლევა ჯერ არ დამთავრებულა და საბოლოო შედეგები არ არის შეჯამებული, მაგრამ დავუშვი ერთი, უნებლიე, ტექნიკური შეცდომა და ვთქვი, რომ წინასწარი მონაცემებით გვყავს 6-10 პროცენტი, მე უნდა მეთქვა 6-10 ადამიანი და არა პროცენტი. ეს გაითვალისწინოს ყველამ. ჩვენ ამ კვლევაში ჩართული 1000 კაციდან გვყავს 6-10 დადებითი შედეგი. თუ კიდევ უფრო დავაზუსტებთ, გვყავს 6 ადამიანი, დანარჩენი 4-ის შედეგები ზუსტდება.

ჩვენ კვლევა მთელ საქართველოში არ ჩაგვიტარებია, ჩავატარეთ თბილისში, დედაქალაქის მოზრდილ მოსახლეობაში. ანუ, 860 000 კაციან ქალაქში ჩატარდა კვლევა 1000 კაცზე და მიღებულ იქნა 6 დადებითი შედეგი ანტისხეულებზე. ახლა უნდა მოხდეს ამ მონაცემის ექსტრაპოლაცია, ანუ გადათვლა მთელს მოსახლეობაზე", - განაცხადა ცერცვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს