თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თბილისში გამოკვლეული 1000 ადამიანიდან კოვიდ-19-ზე ანტისხეულები 6 ადამიანს აღმოაჩნდა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ თბილისში გამოკვლეული 1000 ადამიანიდან კოვიდ-19-ზე ანტისხეულები ექვს ადამიანს აღმოაჩნდა.

მისი თქმით, კვლევა ჩატარდა სწრაფი, მარტივი ტესტით და არა „პისიარ“ ტესტით.

„გუშინ „კავკასიის“ ეთერში ვთქვი, რომ ჩვენ ვატარებთ მცირე კვლევას ჯანმრთელ მოსახლეობაში, 1000 კაცზე, ვთქვი ისიც, რომ ეს კვლევა ჯერ არ დამთავრებულა და საბოლოო შედეგები არ არის შეჯამებული, მაგრამ დავუშვი ერთი, უნებლიე, ტექნიკური შეცდომა და ვთქვი, რომ წინასწარი მონაცემებით გვყავს 6-10 პროცენტი, მე უნდა მეთქვა 6-10 ადამიანი და არა პროცენტი. ეს გაითვალისწინოს ყველამ. ჩვენ ამ კვლევაში ჩართული 1000 კაციდან გვყავს 6-10 დადებითი შედეგი. თუ კიდევ უფრო დავაზუსტებთ, გვყავს 6 ადამიანი, დანარჩენი 4-ის შედეგები ზუსტდება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ეს 6 კაცი არის ავადმყოფი. ამასთან, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, 1000 კაციდან 6-სს აღმოაჩნდა ანტისხეულები და ეს არის დაახლოებით არის 0,6% გამოკვლეულების.

„ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ეს 6 კაცი არის ავადმყოფი. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ისინი არიან სეროპოზიტიურები, ანუ მათ აქვთ ანტისხეულები. მსგავსი კვლევა მთელ მსოფლიოში ტარდება, რათა დაადგინონ, რა შეფარდებაა ავადმყოფებისა და სეროპოზიტიური ადამიანების რაოდენობას შორის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ეს შედეგები მუშავდა ეს პროცენტიც შეიცვლება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა