კახა კალაძე - ოპოზიციის მიერ გამოთქმული ბრალდებები არის სრული ტყუილი, როგორც ჩანს, მათ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში აერიათ

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს აბსურდულს და ცილისმწამებლურს უწოდებს. როგორც კალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი აბესაძე ტყუის, როდესაც თბილისის მერიაში გაცემულ პრემიებზე საუბრობს.

„ეს არის სრული ტყუილი, სავარაუდოდ, ირაკლი აბესაძეს იმ პერიოდში აერია, როდესაც თავად საქმიანობდა თბილისის მერიაში, ოთხ ადგილზე იყო გაფორმებული და პრემია-დანამატებს რეგულარულად იღებდა. ფაქტს, რაზეც აბესაძე საუბრობს, ჩვენთან ადგილი არ ჰქონია ”, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ასევე უპასუხა ოპოზიციონერ დეპუტატს, თინათინ ბოკუჩავასაც, რომელმაც თბილისის მერი საგზაო სამუშაოებისთვის განკუთვნილ არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.

„ოპოზიციის მხრიდან მიზანმიმართული ცილისწამება და შეურაცხყოფა აღარავის უკვირს, ეს მათი პოლიტიკური ცხოვრების სტილია. ყოველთვის ვცდილობ, ვიყო მაქსიმალურად კორექტული და არავის მივაყენო შეურაცხყოფა, მაგრამ, როდესაც გამოდის თინა ბოკუჩავა, იტყუება, ილანძღება და ამ დროს მთელმა საქართველომ იცის, თუ რა დამსახურების გამოა, ის საკანონმდებლო ორგანოში, ეს არის ცინიზმი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა