პრემიერი - რეგლამენტით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებისას, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი პირები შეიძლება იყვნენ წარმოდგენილი, ჩვენ ამ დროს საჭირო საქმეს ვაკეთებდით და თუ ვინმეს ვაწყენინეთ, ბოდიში

ძვირფასო პარლამენტარებო, ეს რეგლამენტი თქვენი მიღებულია და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი თანამდებობის პირები შეიძლება იყვნენ წარმოდგენილები,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატთა ნაწილის კრიტიკას იმას დაკავშირებით, რომ მთავრობის წევრები პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და მათ შორის, არც საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს პარლამენტში არ მივიდნენ.

„აქ ბევრი საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ წარსულზე ვსაუბრობთ, მომავლის გეგმებზე არ ვლაპარაკობთ. ჩვენ აქ მოვედით ჩვენი ნებით, ანგარიშის სახით, იმიტომ რომ გვესმის ნაწილობრივ ლეგიტიმური კითხვების, რატომ არ ვიყავით მაგალითად საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს და ა.შ. თუმცა ამასაც თავიდანვე ვუპასუხებ, ძვირფასო პარლამენტარებო, ეს რეგლამენტი არის თქვენი მიღებული და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი თანამდებობის პირები შეიძლება იყვნენ წარმოდგენილები. ჩვენ ამ დროს, მერწმუნეთ, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებდით და თუ ვინმეს ვაწყენინეთ ამისთვის ცალკე კიდევ ბოდიში,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა