გიორგი გახარია - ვერავის მოვუწოდებთ საგანგებო მდგომარეობისას გამოწერილი ჯარიმების გაუქმებას - მესმის, რომ ჯარიმების გარკვეული ნაწილი შემდგომისთვის არის გადასახედი, რასაც გავაკეთებთ

ჩვენ ვერავის მოვუწოდებთ საგანგებო მდგომარეობისას გამოწერილი ჯარიმების გაუქმებას. ეს ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რამეთუ შემდგომში ამ ინსტრუმენტების პრევენციის შემაკავებელი ძალა უბრალოდ, არ იმუშავებს , - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატის კითხვას, ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, შესაძლოა ჯარიმების ნაწილი გადაიხედოს.

"ჯარიმა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის იყო შემაკავებელი ინსტრმენტი და ჩვენ ეს გამოვიყენეთ საკმაოდ ეფექტურად, განსაკუთრებით, მას შემდგომ, როცა, რეკომენდაციებმა ეფექტურად არ იმუშავა. დაჯარიმებული მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც დაარღვიეს სხვადასხვა სახის სერიოზული შეზღუდვა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში იყო დაწესებული, იყო 9000. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება და არ არავინ არ იცის ჩვენ ასეთი შემზღუდავი ინსტრუმენტების გამოყენება კიდევ როდის და რა მოცულობით მოგვიწევს. ამიტომ, პასუხისმგებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერავის ვერ მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას. ეს ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რამეთუ შემდგომში პრევენციის შემაკავებელი ძალა ამ ინსტრუმენტების უბრალოდ არ იმუშავებს. მესმის, რომ გარკვეული ნაწილი ჯარიმების შემდგომისთვის არის გადასახედი, ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუმცა, ასევე კარგად გვესმის რომ ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა და ჩვენ აქ ვერანაირ მითითებას, მითუმეტეს, დირექტიულს ვერ მივცემთ პარლამენტს", - განაცხადა გახარიამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა