დავით ზალკალიანმა მზადყოფნა გამოთქვა, ლუგარის ლაბორატორიაში რუსი სპეციალისტების მიღება საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით მოხდეს

საქართველო არის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის კონვენციის მონაწილე. ამ კონვენციის ფარგლებში, არანაირი ვალდებულება რუსი სპეციალისტების ორმხრივად მოწვევის შესახებ ჩვენ არ გვაქვს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსი სპეციალისტების მხრიდან რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში შეშვების მოთხოვნას. ამასთან, ზალკალიანმა მზადყოფნა გამოთქვა, რუსი სპეციალისტების მიღება საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით მოხდეს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, რუსეთი იმ მიმართულებაზე შეეცადა თავდასხმას, სადაც საქართველო ძლიერია.

„26 მაისს, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავდა, ჩვენ მივიღეთ ის ცილისმწამებლური და პარადოქსული განცხადებები, რომელიც წამოვიდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. არაერთხელ განგვიცხადებია და არ დავიღლებით ამის საჯაროდ თქმით, რომ ლუგარის ცენტრი არის ის მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელმაც ფასდაუდებელი როლი შეასრულა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ფასდაუდებელია ის საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს. ის არის არამხოლოდ ჯანდაცვის სისტემის შემადგენელი ნაწილი, არამედ ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტი. საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს ეს. საქართველო არის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის კონვენციის მონაწილე, რომლის ფარგლებში შექმნილია ყველაზე ეფექტური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ცენტრის გამჭვირვალობას. ამ თვალსაზრისით, ჩვენ 2018 წელს საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, მოვიწვიეთ, რომ მათაც მიეღოთ მონაწილეობა და თვალნათლივ ენახათ, რას წარმოადგენს ეს ცენტრი. სამწუხაროდ, მათ ამაში მონაწილეობა არ მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არანაირი იურიდიული ვალდებულება არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, კიდევ ერთხელ მზად ვართ, რომ ისინი დავპატიჟოთ და კიდევ ერთი ახალი წვრთნა ჩავატაროთ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. ორმხრივად კი ეს არ განხორციელდება. ამ კონვენციის ფარგლებში არანაირი ვალდებულება მათი ორმხრივად მოწვევის შესახებ ჩვენ არ გვაქვს,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიაში დაშვების შესახებ საქართველოს პასუხს ელოდება.

„საქართველოში რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის მონახულება რუსეთის პროფილური ექსპერტების მიერ, ურთიერთმისაღები პირობებით, ჯერჯერობით, ასევე ვერ ხერხდება. ქართული მხარე ამ დრომდე არ რეაგირებს ჩვენ ნოტაზე, რომელიც 2019 წლის ივნისში გავგზავნეთ თხოვნით, მოგვცეს აუცილებელი განმარტებები შესაძლო ვიზიტის მოდალურობასთან დაკავშირებით. ველოდებით თბილისის ოფიციალურ რეაქციას. ჩვენი შეშფოთების საგანია ის, რომ ვაშინგტონი არ გვიხსნის, რითია დაკავებული უშუალოდ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს. ეს ბუნებრივია, შეუძლებელია არ იყოს ჩვენ მიერ გათვალისწინებული ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია ესოდენ მგრძნობიარე ასპექტებზე“ , - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს