პრემიერი სალომე სამადაშვილს - ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ბოლო დროს მოიპოვეთ ექსკლუზიური უფლება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის

ქალბატონო სალომე, მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ ამ ბოლო დროს მოიპოვეთ ექსკლუზიური უფლება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ სალომე სამადაშვილს, რომელმაც უმრავლესობის წევრებს შეახსენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვაში ხაზი გაუსვა დემოკრატიისა და მართლმსაჯულების მნიშვნელობას.

როგორც გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორები პირველ რიგში არის საქართველოს მეგობრები და არა “ნაციონალური მოძრაობის”.

“ქალბატონო სალომე, მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ ამ ბოლო დროს მოიპოვეთ ექსკლუზიური უფლება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთი ექსკლუზიური უფლება თქვენ არ გაქვთ და ჩვენ, მეც მათ შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობა მაქვს მათთან. იმ ყველაფერთან ერთად, ასე გვარებს რომ ჩამოთვლით ხოლმე, თუ ობიექტურად შევაფასებთ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, თქვენ ჩემზე უკეთესაც იცით, რომ ეს ადამიანები პირველ რიგში არიან საქართველოს მეგობრები და არა "ნაციონალური მოძრაობის", საქართველოს მეგობრები არიან, შესაბამისად, სწორედ ეს ადამიანები იქნებაინ ისინი, რომლებიც აქამდე ობიექტურად აფასებდნენ და მომავალშიც ობიექტურად შეაფასებენ კონკრეტულად იმ 8 მარტის შეთანხმებასაც. აგერ, სულ მალე მოვა საკონსტიტუციო ცვლილებების დრო და იქაც ვნახავ, აშკარად გამოჩნდება, ვინ როგორ პოზიციას დაიჭერს”, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, სხდომაზე სალომე სამადაშვილმა პრემიერს შემდეგი შეკითხვით მიმართა: „8 მარტის შეთანხმების ჩაშლა, რომლის ნაწილიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, მიაყენებს თუ არა დარტყმას დასავლელ პარტნიორებთან სტრატეგიულ ურთიერთობებს?“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა