გიორგი გახარია რატიანს - ბატონო სერგო, სახელმწიფო ხომ არ გავაუქმოთ საერთოდ? საქართველში დღეს გადასახადები იმდენად მცირეა, რომ მათ შემცირებას არანაირი რეალური ზეგავლენა ბიზნესზე არ აქვს

ბატონო სერგო, სახელმწიფო ხომ არ გავაუქმოთ საერთოდ?! საქართველში დღეს გადასახადები იმდენად მცირეა, რომ გადასახადების შემცირებას არანაირი რეალური ზეგავლენა ბიზნესზე არ აქვს , - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ წევრ სერგო რატიანს, იმასთან დაკავშირებით, რომ „საშემოსავლო გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტი ადამიანებს ჯიბიდან ართმევს და ეს თანხა სახელმწიფომ ბიზნესსა და მოქალაქეებს უნდა დაუტოვოს“.

გახარია სერგო რატიანის შეთავაზებას დემაგოგიასა და ჰაერში გასროლილ დაპირებას უწოდებს.

„ბატონო სერგო, სახელმწიფო ხომ არ გავაუქმოთ საერთოდ?! დღეს საქართველო საგადასახადო დატვირთვით არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანა. საქართველში დღეს გადასახადები იმდენად მცირეა, რომ გადასახადების შემდგომ შემცირებას არანაირი რეალური ზეგავლენა ბიზნესზე არ აქვს. კრიზისის პერიოდში ბიუჯეტის ხარჯები იზრდება. ყველა ის ღონისძება, როელიც ჩვენ მივიღეთ ბიზნესის მიზნობრივი ,კონკრეტული დახმარების, არის მიმართული იქითკენ, რომ ბიზნესს ლიკვიდობა დავუმატოთ. ეს ყველაფერი, რასაც თქვენ გვთავაზობთ არის უბრალოდ დემაგოგია, ჰაერში გასროლილი დაპირება, რომელსაც შეუძლია გაუთვიცნობიერებელი მოსახლეობის ნაწილში რაღაც გამოიწვიოს, მაგრამ მაგაზეც არ იღელვოთ, ჩვენ მივალთ და ამ მოქალაქეებს ყველაფერს ავუხსნით და მერწმუნეთ, როგორმე ჩვენსას უფრო დაიჯერებენ.

დღეს საქართველოში პენსიონერების რაოდენობა იზრდება, რაც პირდაპირ არის სოციალური ვალდებულებები, ჯანდაცვის სისტემას, განათლების სისტემას რეფორმირება სჭირდება და კიდევ ბევრი რამ, ამიტომ ცოტა უფრო გააზრებული რეკომენდაციებია საჭირო“, - განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა