გიორგი გახარია - საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია, რაც ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესი უნდა იყოს, ეს ჩვენი მოქალაქეების ხანდაზმულობის პერიოდში დასახარჯი ფულია

საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია. მას ვერასოდეს ვერავინ შეეხება და ეს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესი უნდა იყოს. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ხანდაზმულობის პერიოდში დასახარჯი ფული და არა დღეს, კრიზისში, როდესაც ეს ფული არ მჭირდება , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის კითხვას, საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის მოსახლეობისთვის დაბრუნების თაობაზე.

გახარიას თქმით, საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის ახლა დახარჯვაზე განცხადებები უპასუხისმგებლოა და „მსგავსი სისულელე არცერთ ქვეყანას არ უქნია“.

„საპენსიო რეფორმა ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ეს თქვენც იცით და მეც. ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც საპენსიო რეფორმაზე მსჯელობა მიდიოდა, თქვენ ყოველთვის გქონდათ პოზიცია: ამის გაკეთება არ შეიძლებაო, რადგან პირველივე კრიზისში მთავრობა მიადგება და საპენსიო ფონდს დახარჯავსო, ხალხო, პრობლემა იქნება იმაში, რომ მთავრობა ფულს ახლა აგროვებს და კრიზისის დადგომისთანავე, ამ ყულაბას გახსნის და ფულის ხარჯვას დაიწყებსო. ეს იყო ყველაზე დიდი არგუმენტი, რომელსაც თქვენ ამბობდით. რაც შეეხება მეორე არგუმენტს, რომ ეს ფული ახლა უფასურდებაო. რომ იცოდეთ, საშუალო წლიური ზრდა ამ ფულის განთავსებით ახლა არის 14%. კურსთა შორის სხვაობის შედარება, საპენსიო ფონდის გადაყვანა უცხოურ ვალუტაში ეკონომიკურად საერთოდ ნონსენსია იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ლარის სივრცეში ვცხოვრობთ, ხელფასსაც ლარში ვიღებთ და არა დოლარში. საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია. მას ვერასოდეს ვერავინ შეეხება და ეს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესი უნდა იყოს,“ - განაცხადა გახარიამ.

მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, რომ არასწორია, როდესაც ხალხს ეუბნებიან, რომ საპენსიო ფონდში დაგროვილი 772 მლნ ლარი მათი ფულია, რადგან იქ არის სახელმწიფოს ფული და ბიზნესისაც.

„სწორად აღნიშნეთ, რომ ამ ფონდში დაგროვილია 772 მლნ ლარი. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ხანდაზმულობის პერიოდში დასახარჯი ფული და არა დღეს, კრიზისში, როდესაც ეს ფული არ მჭირდება. რა არ მოსულა იცით? თქვენ ადამიანებს ეუბნებით, ხალხო თქვენი ფული სახელმწიფოს უდევს, არ ხარჯავსო და თქვენ რომ დღეს კრიზისში ხართ და სამსახური დაკარგეთ, არ გაძლევთო. ხალხს იმას არ ეუბნებით, რომ იქ, მათი ფულის გარდა, კომპანიების ფულიც არის, სახელმწიფოს ფულიც არის. ადამიანები პენსიაზე რომ გავლენ, ამ ქვეყანას სხვა რეზერვი არ აქვს და თქვენ მეუბნებით, რომ მე დღეს ეს ფული გამოვიტანო, როდესაც მე კრიზისის სიღრმესაც ვერ ვაფასებ, არ ვიცი 3 თვეში რა იქნება, 6 თვეში რა იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებელი. უპასუხისმგებლობა იქნება, პოლიტიკოსების მოწოდება, რომ საპენსიო ფონდი დაიხარჯოს მიმდინარე ხარჯებში. მსგავსი სისულელე არცერთ ქვეყანას არც უმოქმედია, არც უქნია და საერთოდ, მსგავსი მოწოდებაც არ ყოფილა“, - განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა