გიორგი გახარია დეპუტატებს - რელიგია არის ის ბეწვის ხიდი და წითელი ხაზი, რაზეც ხელისუფლებამ კი არა ქვეყანამ, მოქალაქემ გაიარა - არც მე და არც თქვენ!

რელიგია არის ის ბეწვის ხიდი და წითელი ხაზი, რაზეც მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ კი არა ქვეყანამ, მოქალაქემ გაიარა, არც მე და არც თქვენ - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტმა გიორგი გახარიამ დეპუტატებს.

მისივე თქმით, მთავარია, რომ აღდგომის ღამის შემდეგ ქვეყანამ ეპიდაფეთქება არ მიიღო.

"თქვენ იყავით ერთი მხრიდან, რომლებიც პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ხედავდით, რომ ახლა ამას შევანჯღრევთ და როგორმე იქნებ კონფლიქტი გაჩნდეს და ცდილობდით ამას, ყოველშემთხვევაში გარედან ეს ასე ჩანდა. მაგრამ რეალურად რა მოხდა? - მარტივი რაღაცა მოხდა. ადამიანმა, მოქალაქემ დაიჯერა, ენდო ხელისუფლებას და მთავრობას და თქვა, რომ მე ჩემი რელიგიური მრწამსის აღსრულებისას გარკვეულ წესებს დავიცავ და ეს წესები იყო, სადღაც ორი მეტრი იყო, სადღაც უფრო მეტი იყო, სადღაც იყო ერთეული შემთხვევები. მაგრამ ამ ყველაფერში მთავარი არის ორი რამ - საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია შეიცვალა ისე, რომ ადამიანებს მოუწოდებდა იმას არა, რაც მთავრობისთვის იქნებოდა კარგი, მოდით სასულიერო მსახურება აღდგომის ღამეს არ გავაკეთოთ, მოუწოდებდა რომ ეს გავაკეთოთ, ოღონდ დავიცვათ წესები. საბოლოო ჯამში მივიღეთ ქართული ეკლესიის სურათები მსოფლიოში, სადაც ადამიანები ორმეტრიანი დისტანციით ლოცულობენ. მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია, ეპიდემიური აფეთქება არ მივიღეთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა