ზურაბ ჭიაბერაშვილი - მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს მთავრობა მათ "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების შესახებ ტყუილს ეუბნება

მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს მთავრობა, მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ტყუილს ეუბნება "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების შესახებ , - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს "გაზპრომთან" დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ჭიაბერაშვილის თქმით, ამ საკითხთან მიმართებით, საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას "პირით მოიტყუა".

"საქართველოს მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, რამხელა ზარალი მიიღეს იმით, რომ თავის დროზე კახა კალაძემ და საქართველოს მთავრობამ "გაზპრომთან" დადეს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც წამგებიანია ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად და ფინანსურადაც. ახლა, ვითომ გამოსწორების მიზნით კიდევ ერთხელ მოიტყუა საქართველოს მთავრობამ, ამჯერად ნათია თურნავას პირით, რომ თითქოს უკეთესი ხელშეკრულება იდებოდა, მაგრამ "გაზპრომის" მხრიდან გაკეთებულმა განცხადებამ კვლავ ცხადი გახადა, რომ ამჯერადაც საქართველოს მთავრობა არა უბრალოდ საქართველოს მოქალაქეების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, არამედ ატყუებს კიდევაც მოქალაქეებს, როცა საქმე ეხება განახლებულ ხელშეკრულებას. ამიტომ, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს მთავრობა, როცა საქმე ეხება მის, როგორც სტრატეგიულ ისე პოლიტიკურ ინტერესებს მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ტყუილს ეუბნება "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების შესახებ" , - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა