გიორგი გახარიას განცხადებით, ონლაინ კაზინოებთან მიმართებით, სახელმწიფოს მხრიდან ადმინისტრირება  უნდა გამკაცრდეს

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, უახლოეს პერიოდში ონლაინ კაზინოების ადმინისტრირების მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრება იგეგმება. როგორც მან პარლამენტში დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვის პასუხად განაცხადა, ონლაინ კაზინოების ადმინისტრირების გამკაცრების საკანონმდებლო ინიციატივით მთავრობა პარლამენტს უახლოეს პერიოდში მიმართავს.

"თუ კაზინოებთან მიმართებით პოზიცია გაინტერესებთ, მიმაჩნია, რომ ონლაინ კაზინოებთან მიმართებით, სახელმწიფოს მხრიდან ადმინისტრირება უაღრესად უნდა გამკაცრდეს. ახლა რატომ არ გავაჩერეთ ონლაინ კაზინოების მუშაობა ეპიდემიიდან გამომდინარე, ეს სულ სხვა საკითხია. თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან ამ კაზინოების ადმინისტრირების მიმართულებით სერიოზულად არის გასამკაცრებელი კანონმდებლობა და ამ გამკაცრების ინიციატივით უახლოეს პერიოდში ჩვენ პარლამენტს მივმართავთ," - განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო