თინა ბოკუჩავა - სრულიად ამაზრზენია, რომ 20 ივნისიდან ერთი წელიც არ არის გასული და სისხლიანი მოვლენების მთავარი შემოქმედი დღეს საპარლამენტო ტრიბუნასთან სიცილ-ხარხარით პოზირებს

სრულიად ამაზრზენია, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს შიმშილობს, რომ 20 ივნისიდან ერთი წელიც არ არის გასული და 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების მთავარი შემოქმედი დღეს საპარლამენტო ტრიბუნასთან სიცილ-ხარხარით პოზირებს , - ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ პრემიერ გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ბოკუჩავამ დამაზუსტებელი კითხვის დასმისას პრემიერს ჰკითხა, მისაღებია თუ არა მისთვის, რომ “დღეს მთვლემარე გომელაურს” პანდემიის დროს 2 მილიონზე მეტი აქვს დახარჯული რემონტსა და ავეჯში.

“პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ სრულიად ამაზრზენია, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს შიმშილობს, რომ 20 ივნისიდან ერთი წელიც არ არის გასული და 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების მთავარი შემოქმედი დღეს საპარლამენტო ტრიბუნასთან სიცილ-ხარხარით პოზირებს, ბატონო გიორგი. რაც შეეხება ჩემს კითხვებს, თქვენ გომელაურივით არ თვლემდით, მაგრამ, როგორც ჩანს, გამოგეპარათ ასევე ჩემი კითხვების უმრავლესობა, მათ შორის დღეს მთვლემარე გომელაურს რომ 2 მილიონზე მეტი აქვს დახარჯული რემონტსა და ავეჯში, მათ შორის ამ პანდემიის დროს, ნორმალურად მიგაჩნიათ თქვენ ეს თუ არა? ასევე ღარიბაშვილზე გკითხეთ, გკითხეთ კორუმპირებულ კალაძეზე და ასევე, როცა ამბობთ, რომ დახმარებას მიიღებს მოსახლეობაო, ყველა, ვისაც სჭირდებაო, ეს არის მტკნარი სიცრუე იმიტომ, რომ 2 მილიონ 700 ათასი ადამიანი საერთოდ თქვენი დახმარების მიღმა დარჩა და რატომ არ გაეცით ეს დახმარება აქამდე? 25 მაისს გავცემთო, 25 მაისი იყო გუშინწინ, ბატონო გიორგი”, - მიმართა ბოკუჩავამ გახარიას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა