გიორგი გახარია ოთარ კახიძეს- მე თქვენ გიცნობთ როგორც კარგ იურისტს, მაკროეკონომიკაში ცოტა კონსულტაციები გაიარეთ ვინმესთან

ბატონო ოთარ, მე თქვენ გიცნობთ როგორც კარგ იურისტს, მაკროეკონომიკაში ცოტა კონსულტაციები გაიარეთ ვინმესთან,- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის შეკითხვას მსყიდველუნარიანობასთან დაკავშირებით. მან ოთარ კახიძეს სერიოზულობისკენ მოუწოდა.

„ბატონო ოთარ, მე თქვენ გიცნობთ როგორც კარგ იურისტს, მაკროეკონომიკაში კონსულტაციები ვინმესთან გაიარეთ, რას მელაპარაკებით? რაღაც ზღაპრებს მიყვებით - მსყიდველუნარიანობა დოვლათთან დაკავშირებით - ცოტა სერიოზულად მოიქცეთ რა,“- განაცხადა გახარიამ.

ცნობისათვის, ოთარ კახიძეს საპენსიო ფონდთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვა, ამ კონტექსტში მან მსყიდველუნარიანობის შესახებაც იკითხა, „არის თუ არა ფაქტორი ინფლაცია და მსყიდველუნარიანობა“, რომ მთავრობამ მოსახლეობას საპენსიო ფონდში დაგროვებული კუთვნილი ფული დაუბრუნოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს