გიორგი გახარია ოპოზიციას - IMF-ის მონაცემებით, ბიუროკრატიული ხარჯებით საქართველო, მშპ-სთან შედარებით, მეორე ადგილზეა, სინგაპურის შემდეგ, გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ

ბიუროკრატიულ ხარჯებზე როცა ვსაუბრობთ, ეს დროშა რომ გიჭირავთ და აქნევთ, IMF-ის მონაცემებით, საქართველო ბიუროკრატიული ხარჯებით, მშპ-სთან შედარებით, არის მეორე ადგილზე , - ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წევრებს მიმართა. ამით გახარიამ "ევროპული საქართველოს" წევრის სერგო რატიანის შეკითხვას უპასუხა ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით.

გახარიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს "წიგნის წაკითხვისკენ მოუწოდა."

"25 მილიონით ხარჯები გაიზარდა იმიტომ, რომ სასწრაფო დახმარების მთლიანი სტრუქტურა მერიიდან გადავიდა ჯანდაცვის სამინისტროში. ბიუროკრატიულ ხარჯებზე როცა ვსაუბრობთ, ეს დროშა რომ გიჭირავთ და აქნევთ, IMF-ის მონაცემებით, საქართველო ბიუროკრატიული ხარჯებით, მშპ-სთან შედარებით, არის მეორე ადგილზე. პირველ ადგილზე არის სინგაპური, მეორეზე - საქართველო. გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ, იმის ნაცვლად რომ დროშა ატრიალოთ" , - მიმართა გახარიამ ოპოზიციას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო