ქუთაისში მამის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისში მამის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა. სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დისტანციურად დღეს გაიმართა. დაკავებულის ადვოკატის, ირაკლი შენგელიას თქმით, მოლოდინი ჰქონდათ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოს დასრულებამდე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩებოდა, რადგან საქმეში არსებული გარემოებები ამის შესაძლებლობას ტოვებდა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, დაცვის მხარემ პროცესზე 10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას და მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს. ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული მამის მიერ ნაცემია, მას სხეულზე დაზიანებებიც აქვს და ის იძულებითი მოგერიების მიზნით თავს იცავდა.

რაც შეეხება დაკავებულს, ადვოკატის თქმით, ის ფაქტს აღიარებს და მომხდარს ინანიებს.

შეგახსნებთ, 24 მაისს შვილმა მამა მოკლა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა