გრიგორი კარასინი - თბილისის მხრიდან რუსი ექსპერტების მიღების შესახებ მზადყოფნა ოფიციალური ხაზით არ არის გამყარებული

საჯარო განცხადებები თბილისის მხრიდან ლუგარის კვლევითი ცენტრის მუშაობის გასაცნობად რუსი ექსპერტების მიღების მზადყოფნის შესახებ, ოფიციალური ხაზით არ არის გამყარებული. ამის შესახებ „ტასს“-თან საუბარში რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა და რუსეთის წარმომადგენელმა საქართველოსთან მოლაპარაკებების საკითხებში გრიგორი კარასინმა განაცხადა.

„სახელმწიფოებს შორის ყოველთვის არსებობს ოფიციალური მიმოწერა ვერბალური ნოტის, გზავნილის, ან მიმართვის ფორმით, რომლებიც ფორმულირებულია ოფიციალურ ქაღალდებში და ერთი მხრიდან მეორეს გადაეცემა იმის იმედით, რომ გარკვეული რეაქცია იქნება. ჯერჯერობით, ასეთი რეაქცია ჩვენ გზავნილზე ამ დრომდე არ მიგვიღია“ , - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

მისი თქმით, მოსკოვმა, ჯერ კიდევ 2019 წელს ოფიციალურად გაგზავნა მოთხოვნა ლუგარის ლაბორატორიის მონახულების შესახებ, მაგრამ ამ დრომდე „ამ მგრძნობიარე საკითხზე, განსაკუთრებით იმის ფონზე, რაც მთელ მსოფლიოში ხდება, არ მიუღია“.

„ამიტომ, განვაგრძობთ ამ თემის განხილვას და ვიმედოვნებთ, რომ ქართული მხარე გაგებით მოეკიდება შეშფოთებას, რომელიც მის მეზობლებს გააჩნია, მათ შორის, რუსეთს“ , - განაცხადა კარასინმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან პირად შეხვედრას, სავარაუდოდ, ზაფხულში შეძლებს.

„სასურველია პირადად შევხვდე. ვიდეოფორმატი არ ცვლის პირისპირ შეხვედრას. თუმცა, საკმაოდ რეგულარული სატელეფონო კონტაქტს ვინარჩუნებთ, ვიხილავთ მეტნაკლებად აქტუალურ საკითხებს. მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ივლის-აგვისტოში პირადი შეხვედრა გაცილებით შესაძლებელი იქნება“ , - განაცხადა კარასინმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა